თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და კონსტანტინე კაპანელის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბიძინა კვერნაძის, ანდრია აფაქიძის და მერაბ ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 16:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), არდაზიანის, ვაზისუბნის, სოკრატ არშბას, შარტავას, გაგარინის, ზემო ვეძისის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, სახოკიას, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ილია ოდიშელიძის, გაბრიელ ისაკაძის და ოჩამჩირის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, წერეთლის გამზირის, გაფრინდაულის, გვეტაძის, აგლაძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, ვახუშტი ბაგრატიონის, ყიფიანის, სანაპიროს, ცაბაძის და მაიაკოვსკის ქუჩების მოსახლეობას

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, რაფიელ აგლაძის და არჩილ კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაოლო იაშვილის, ინგოროყვას, ლერმონტოვის (ნაწილობრივ), ჭონქაძის, ნიკო ლორთქიფანიძის და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, გუდიაშვილის, აბო-თბილელის, ახოსპირელის, ლერმონტოვის (ნაწილობრივ), შოთა ნიშნიანიძის და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გერგეთის, მესხის, სავანელის, ჭონქაძის და ზაალ დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ).

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, მუხიანი IVა, IVბ მიკრორაონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ჯანაშიას, ხევძმარის, ისაკიანის, ავშნის, რეზო გაბაშვილის, ნუშის, ლევან რჩეულიშვილის, ნიჟარაძის, ნიკოლოზ ჯანაშიას და რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.