გუკა რჩეულიშვილი „ცენტრ პოინტის“ საქმეზე: გრძნობ ბედნიერებას, ეიფორიას, ყველაფერ კარგს – საბოლოოდ, მერიამ დიდი სამუშაო შეასრულა

„დავის დასრულების მზაობა ჩვენგან სულ იყო, საკმაოდ რთული ბიუროკრატიული პროცესი იყო. საბოლოოდ, მერიამ დიდი სამუშაო შეასრულა”, – ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილის შვილმა, გუკა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

„ვგრძნობ ბედნიერებას, ეიფორიას, ყველაფერ კარგს“, – განაცხადა რჩეულიშვილმა.

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა. ის, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. მერიის შუამდგომლობით, „ცენტრ პოინტის“ მშენებლობები დასრულდება.