მეგის ქარდავას აეროპორტში ბრალი წარუდგინეს და საპატიმროში გადაიყვანეს

უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის შემდეგ მეგის ქარდავას ბრალის დადგენილება აეროპორტშივე გააცნეს, რის შემდეგაც ის რუსთავის #მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.