მამუკა მდინარაძე – პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და სიმბოლო მეგის ქარდავა საქართველოში ყოფილიყო ექსტრადირებული

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო. მდინარაძე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის საქართველოში ექსტრადირებას “ფეისბუქში” ეხმიანება.

“ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ: პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და სიმბოლო მეგის ქარდავა, საქართველოში ყოფილიყო ექსტრადირებული”, – წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისათვის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, რომლის ექსტრადირებაც კიევიდან თბილისში რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ. საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.