ამ თემას დავუბრუნდები, ჯერ ილაპარაკონ – გახარია ნარკოტესტის სკანდალზე

ამ თემას დავუბრუნდები, მე ამ თემაზე საუბარი მხოლოდ დავიწყე. ჯერ ილაპარაკონ – ასე ეხმაურება გიორგი გახარია ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან თავდასხმებს ნარკოტესტთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ამბობს, რომ არაფერს უპასუხებს:

“ირაკლი კობახიძეს არაფერს არ ვუპასუხებ. პირველი – ამაზე დროის დაკარგვა არ მინდა. მეორე – ადამიანს, რომლის სიტყვასაც აზრი არ აქვს, ჰაერი აღარ ირხევა ხო, როგორ უნდა ვუპასუხო?!” – ამბობს გიორგი გახარია

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრემიერმინისტრს “კოკაინშიკი” უწოდა.