გურამ მაჭარაშვილი – რადიკალური ოპოზიცია დესტრუქციითა და ქედმაღლური რიტორიკით ადამიანებს თავს ყოველდღე ახსენებს და ბანერზე შეხედვა საერთოდ არ არის საჭირო

წარსული თუ​ გეთაკილება, უნდა მოინანიო და გზა გააგრძელო, მაგრამ იგივე მეთოდებს თუ მიმართავ, რასაც მანამდე იყენებდი, ბანერზე გამოგაკრავენ, თუ შენზე ტელევიზიით ისაუბრებენ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია თავისი დესტრუქციითა და ქედმაღლური რიტორიკით საკუთარ თავს ადამიანებს ყოველდღე ახსენებს და ბანერზე შეხედვა საჭირო საერთოდ არ არის.

„ვინმეს თუ დისკომფორტს უქმნის ის, რომ ისეთი პოლიტიკური წარსული აქვს, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ეს მხოლოდ მათი დამსახურებაა. ამას ბანერის გაკვრა ან ჩამოხსნა არ უშველის. რადიკალური ოპოზიცია თავისი დესტრუქციითა და ქედმაღლური რიტორიკით საკუთარ თავს ადამიანებს ყოველდღე ახსენებს და ბანერზე შეხედვა საჭირო საერთოდ არ არის. ეს პოლიტიკური ძალა არ შეცვლილა, ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობა“ იგივე მეთოდებით მოქმედებს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიმართავდა. არ მგონია, ბანერზე რაიმე სიახლე იყოს. პარტიაში აღინიშნა, რომ ეს ბანერები არის კონკრეტული პირის დაკვეთა.

წარსული თუ გეთაკილება, უნდა მოინანიო და გზა გააგრძელო, მაგრამ იგივე მეთოდებს თუ მიმართავ, რასაც მანამდე იყენებდი, ბანერზე გამოგაკრავენ, თუ შენზე ტელევიზიით ისაუბრებენ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რადიკალური ოპოზიცია აანონსებს, რომ ქვეყანაში იქნება არეულობა, არ იქნება სიმშვიდე, აინტერესებთ რიგგარეშე არჩევნები. ოპოზიცია რეგიონებში არ დადის, წინასაარჩევნო კამპანიას არ მართავს და საზოგადოებას არაფერს სთავაზობს. ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია არა ალტერნატიული წინადადებები და საზოგადოებასთან შეხვედრა, არამედ ფაბრიკაციის გამოქვეყნება, მათი ლიდერი ჩამოვა თუ არა და ა.შ. სამწუხაროდ, თუ ვინმე სადმე გარდაიცვლება, ცდილობენ, როგორმე ეს „ქართულ ოცნებას“ მიაბან. შემდეგ უკვირთ, საზოგადოებას მათ მიმართ ანტიგანწყობა რატომ აქვთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.