ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დაუსწრებლად მსჯელობს.

სასამართლოში უკვე გამოცხადდა მათი საზოგადოებრივი ადვოკატი დალი ბარბაქაძე, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების ადგილსამყოფელის შესახებ.

ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს ავტომანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარებაში, რაც სასჯელის სახით 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.