თამარ გაბუნია – ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ბოლო 24 საათში 7 000 აცრა ჩატარდა, რაც საგანგაშოა, საჭიროა ვაქცინაციის პროგრამის მეტად სტიმულირება

ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა. გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა მეტ მოქალაქეს ჰქონოდა იმის, დრო რომ ვაქცინაციაზე წასულიყო, ასე არ მოხდა და 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს, რომ სერიოზულად საჭიროა ვაქცინაციის კიდევ მეტად სტიმულირება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთ რეგიონშია ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ კარგია.

„თბილისი ლიდერობს, სადაც 60%-ზე მეტია მოზრდილი მოსახლეობის მოცვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში დაბალი მოცვის მაჩვენებელი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.