თამარ გაბუნია: ვფიქრობთ, ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც სწავლა საკლასო გარემოში გაგრძელდება

ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, რომ უკვე საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სკოლების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი და განათლების სამინისტრო დამატებით წინადადებებს ამზადებენ.

„სკოლების გახსნა და გახსნილ მდგომარეობაში მათი შენარჩუნება არის ჩვენი მთავარი მიზანი. მნიშვნელოვანია, სკოლა რომ გაიხსნება, შემდეგ აღარ მოგვიხდეს მისი ისევ დახურვა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი და განათლების სამინისტრო კიდევ დამატებით ამზადებენ წინადადებებს სკოლების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, რომ უკვე საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა. მანამდე მნიშვნელოვანია, რომ სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ქვეყანაში და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.