თამარ გაბუნია: ორსულების ვაქცინაციის ტემპი დაბალია, მხოლოდ ერთეული შემთხვევაა

„ორსულების ვაქცინაციის ტემპი დაბალია. რა თქმა უნდა, ორსული ქალები იცრებიან, მაგრამ ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთეული შემთხვევაა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, კონკრეტულად, ორსულებთან დაკავშირებით, ცალკე, ინდივიდუალური წამახალისებელი ღონისძიებები დაგეგმილი არაა.

„საგანმანათლებლო მუშაობა დაწყებულია. ანტენატალური სერვისის მიმწოდებლების ტრენინგი მიმდინარეობს. როგორც რეგიონებში, ისე – თბილისში, ამაში, გაეროს მოსახლეობის ფონდი გვეხმარება. გადაიხედა პროტოკოლი ვაქცინაციის სიკეთეებთან დაკავშირებით, გაძლიერდა საინფორმაციო კამპანია, მაგრამ რამე განსაკუთრებული სტიმული, მხოლოდ ორსულებისთვის, არ იგეგმება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.