ვადასტურებ, რომ ჩვენდა საუბედუროდ, „ოცნება“ განაცდა – გიორგი გახარია

ღარიბაშვილს არავინ ეკითხება, თუ რაიმეს თავი ჰქონდა, 2 წელი გავიდა და მაშინ შეეძლო ამ კითხვის დასმა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა და გამოეხმაურა ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც: „უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს, ეს არის გახარიას ხელწერა“.

გიორგი გახარიას თქმით, სამარცხვინოა, როცა ქვეყნის პირველი პირის სახით „ოცნება“ განაცდა.

„ღარიბაშვილს არავინ ეკითხება, ღარიბაშვილს თუ რაიმეს თავი ჰქონდა, 2 წელი გავიდა და მაშინ შეეძლო ამ კითხვის დასმა. იმის მაგივრად, რომ ეთერში დაჯდეს და იქ რაღაცები იჭორაოს, წაიკითხოს გამოძიებები, რომელიც მიმდინარეობდა როგორც პარლამენტის, ასევე პროკურატურის ფარგლებში, ასევე ამ ყველაფრის საერთშორისო შეფასებები. სამარცხვინოა, როცა ქვეყნის პირველი პირის სახით „ოცნება“ განაცდა. დღეს ჩამიგდეს, გიგა ბოკერია და ღარიბაშვილი ზუსტად ერთი და იგივეს ლაპარაკობენ, ზუსტად ერთი და იგივე ნარატივი. მე ვადასტურებ, რომ ჩვენდა საუბედუროდ, „ოცნება“ განაცდა“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.