კახა კალაძე „სისხლიან ბანერებზე“ – არანაირი კავშირი ამ ბანერებს ჩემთან არ აქვს, დედაქალაქის იერსახეს ვისთვის ამახინჯებს, ვისთვის არა – მე არ მომწონს

ჩვეულებრივად მათი ბინძური პიარის ნაწილია რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ,” – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპონენტების კრიტიკას დედაქალაქში განთავსებულ „სისხლიან ბანერებთან” დაკავშირებით, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.

„ჩემსკენ ვერ გამოიშვერენ ხელს, ჩვეულებრივად მათი ბინძური პიარის ნაწილია რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, ჩემი მეუღლის მიმართ და ამ ადამიანებისგან არაფერი არ მიკვირს და გულწრფელად გულიც არ მწყდება.

არის კონკრეტული ადამიანები, ვინც გამოაკრა ეს ბანერები და შეგიძლიათ მიმართოთ მათ. არანაირი კავშირი ამ ბანერებს ჩემთან არ აქვს. დედაქალაქის იერსახეს ვისთვის ამახინჯებს, ვისთვის არა – მე არ მომწონს”, – განაცხადა კალაძემ.