რუსთავის ,,ოცნების” მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე და მისი ,,კრიშა” ზონდერი, ალექსანდრე დალაქიშვილი დადიან და ხალხს აჯერებენ, რომ რუსთაველებს არა აქვთ სამართლებრივად შესაძლებლობა ავტოფარეხების დაკანონების, რაც მტკნარი სიცრუეა – ალექსანდრე კობაიძე

პარტია ,,პროგრესული საქართველოს” ლიდერმა და უფლებადამცველმა, ალექსანდრე კობაიძემ ექსკლუზიურად ,,ჯიემთივისთან” საუბარში განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდარი და პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრი რუსთავის მოსახლეობას აჯერებენ, რომ არ აქვთ ავტოფარეხების დაკანონების სამართლებრივი შესაძლებლობა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს.

,,რუსთავის ოცნების მერობის კანდიდატი და მისი ,,კრიშა” ზონდერი (ყველა ხელისუფლების ლაქია) დალაქიშვილი დადიან და ხალხს აჯერებენ, რომ რუსთაველებს არა აქვთ სამართლებრივად შესაძლებლობა ავტოფარეხების (გარაჟების) დაკანონების.

ნუთუ ერთი იურისტი არ გამოჩნდა სამართლებრივად შეეფასებინა ამ ორი მატყუარა პოლიტიკოსის მოქმედებები??

მინდა წერტილი დაუსვა რუსთავში ავტოფარეხების დაკანონების საკითხს და წარმოგიდგენთ სამართლებრივ შეფასებას, რითაც დასტურდება, რომ სრულებით შესაძლებელია ავტოფარეხების რეგისტრაცია ქ. რუსთავში. ( მთავარია ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, რაც არ არის ქართული ოცნების მერობის კანდიდატიდან).

მინდა ჩემი სამართლებრივი დასაბუთება წარმოგიდგინოთ კონკრეტული მაგალითის საფუძველზე, როცა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო ავტოფარეხების რეგისტრაცია ქ. რუსთავში.

რეგისტრაციის ძველი პირობები: მოცემულ შემთხვევაში, 2008 წლის 19 აპრილს უძრავი ქონებაზე (მდებარე: ქ. რუსთავი მე 7 მკრ # 25 მიმდებარე ტერიტორია) განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ პრივატიზებულ ქონებაზე. აღნიშნული ქონების მესაკუთრე გახდა ჯემალი ქავთარაძე, მის: ქ. რუსთავი მე 7 მკრ 25-78.

უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი გახდა ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-17 მუხლის მიხედვით – მუხლი 17. უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე ცალკე უფლების რეგისტრაცია

1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება ასევე ცალკე უფლება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე.

2. ხაზობრივი ნაგებობა არის უძრავი ნივთის ისეთი არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ცალკე უფლების ობიექტია.

3. უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე ცალკე უფლების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“.
სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით –
მუხლი 150. ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი

1. ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2.მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.

ჯემალ ქავთარაძემ აღნიშნული უძრავი ქონება დაირეგისტრირა, როგორც საკუთვნებელი, რომელსაც სჭირდება ცალკე უფლებრივი რეგისტრაცია.

,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა – 13/01/2009.

რეგისტრაციის ახალი პირობები:

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის (მიღების თარიღი – 21/07/2010) 3 1 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია; მე-3 პუნქტის მიხედვით – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.

საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის აქტი (გადაწყვეტილება) ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.

სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება შემდეგ ვებ-გვერდებზე: www.eauction.ge და www.privatization.ge ასევე, ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. (მუხლი 5.1)
მე-64 მუხლის მიხედვით – სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ცალკეულ შემთხვევებში, ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება დააკისროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.

მე-18 მუხლის მიხედვით – 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია:

ა) აუქციონი;
ბ) პირდაპირი მიყიდვა:
ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა;
ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე;
გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან მიმართებაში, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზებისას.

სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი პირებისათვის; გარდა ამისა ამ გზით შეიძლება გადაეცეს მოძრავი ქონება; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა; დროებითი სარგებლობის მიზნით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო უფლებამოსილია, თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაასხვისოს 2 გზით: აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის გზით.” – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე „ჯიემთივისთან”.