გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 2 470 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 243 პირი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 250 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 470 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 243 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.21

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 250 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 726 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 524 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 470 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 598 396-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.21 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.65%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 243 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 565 773 მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 621 პირი ემსხვერპლა.