ეს არის ახლა გახარიას თამაში, ივანიშვილის გულის მოგებას ცდილობს, ამიტომაც არ აკრიტიკებს ოლიგარქს – ზურაბ ჯაფარიძე

,,გირჩი მეტი თავისუფლება” -ს ლიდერი გიორგი გახარიას პარტიას ,,ოცნების” განაყოფ ორგანიზაციად მიიჩნევს. ზურა ჯაფარიზე აცხადებს, რომ გახარია ივანიშვილის მხარდაჭერას და გულის მოგებას ცდილობს, ამიტომაც არ აკრიტიკებს ოლიგარქს.

,,ოცნების”იმ ნაწილის გადმოსახედიდან, ვინც გახარიას ამომრჩეველია, შეიძლება, ისინი გახარიას აღიქვამდნენ ოპოზიციურ კანდიდატად, მაგრამ იმ ოპოზიციურ ამომრჩეველს, ვისაც მე ვხვდები და იმ ოპოზიციურ სპექტრს, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, ისინი გახარიას აღიქვამენ როგორც ,,ოცნების” ერთ განაყოფს.

გახარია არის ჩვეულებრივი ,,ოცნების” ერთი განაყოფი, რომელიც უმტკიცებს ივანიშვილს, რომ მე უფრო კარგი ,,ოცნება” ვარ, ვიდრე ის ხალხი, ვინც გვერდით გყავს, ისინი არიან სულელები, უვიცები, არაკომპეტენტურები, არაფრის გამკეთებლები, მე კი ვარ მაგარი, მენეჯერი და ჩემზე გააკეთე ფსონიო. ეს არის ახლა გახარიას თამაში, რაც ჩანს, ამის გამო არ აკრიტიკებს ივანიშვილს” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.