გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს, 14:00-დან 20:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში გიორგი წმინდაში, თბილღვინოს მებაღეობაში, სოფელ გლდანში, გლდანის მასივში და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, მუგუდა, ცხვედიეთი, კიტოხი, წიფორი, ხევშა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.