დღევანდელი ხელისუფლება დაემსგავსა ჯორჯ ორუელის ,,ცხოველთა ფერმას”, სადაც ღორებმა აიღეს ხელში ძალაუფლება – ალექსანდრე კობაიძე

დღევანდელი ხელისუფლება დაემსგავსა ჯორჯ ორუელის ,,ცხოველთა ფერმას”, სადაც ღორებმა აიღეს ხელში ძალაუფლება – ამის შესახებ პარტია ,,პროგრესული საქართველოს” დამფუძნებელმა და უფლებადამცველმა, ალექსანდრე კობაიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ოცნებას” აღარ დარჩა არანაირი პოლიტიკური იარაღი, ამიტომ გადავიდა ძალადობაზე.

,,პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაემსგავსა ჯორჯ ორუელის ,,ცხოველთა ფერმას”, სადაც ღორებმა აიღეს ხელში ძალაუფლება და შექმნეს შვიდის კანონი. ეს შვიდი კანონი არაფრით არ განსხვავდებოდა რევოლუციამდე არსებული კანონისგან, მაგრამ ადამიანებს აჯერებდნენ, რომ ეს ის კანონებია, რომლებიც განსხვავდება ძველი კანონებისგან. ხელისუფლება იძახის, რომ ჩვენ განვსხვავდებით ძველი ხელისუფლებისგან, მაგრამ როდესაც ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგებით, ეს ადამიანები აბსოლუტურად არ განსხვავდებიან იმ ადამიანებისგან, რომლებიც მიეცნენ უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან დღესდღეისობით სარგებლობენ ბრალდებულის სტატუსით.

როდესაც კლიენტი მირეკავს, ვცდილობ რომ არ დაველეპარაკო ტელეფონით – არაფრით არ განსხვავდება ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან. როდესაც წინა ხელისუფლების დროს მე და ჩემი თაობის წარმომადგენლები დავრბოდით და ადამიანის უფლებებისთვის ვიბრძვობით, ანალოგიურ მდგომარეობაში ვართ დღეს,” – აღნიშნა კობაიძემ

მისივე თქმით, მაგალითად რუსთავში ,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ალქესანდრე დალაქიშვილი კურირებს თუ ვინ უნდა ცემონ.

,,ჩვენ ვნახეთ კადრები, როგორ დასაჯეს რუსთავში მამაკაცი მხოლოდ და მხოლოდ თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო. რუსთავს დღეს ყავს მხოლოდ ერთი დირიჟორი, ეს არის ლექსო დალაქიშვილი, რომელიც არის ,,ქართული ოცნების” დეპუტატი. ეს ადამიანი არიან ჩვეულებრივი ზონდერი,” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.