არ არის საკმარისი დაგმობა, უნდა მოჰყვეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი – კარლ ჰარცელი დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე

დმანისში მომხდარ დაპირისპირებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი გამოეხმაურა. დიპლომატი ამბობს, რომ ახლა შსს-ს მთავარი ვალდებულებაა, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება და გამოავლინოს ყველა დამნაშავე

“ახალ ამბებში ვნახე ის შემთხვევა, რაც გუშინ მოხდა და გაოგნებული ვიყავი. ნათელია, რომ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიული არჩევნების დროს. ამავე დროს არ არის საკმარისი ამ ამბების დაგმობა, როგორც ვიხილეთ ბევრჯერ, არამედ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი, რაც დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ შედეგები მოჰყვება. ეს კიდევ ერთი შედეგია იმ პოლარიზაციისა, რაც საზოგადოებაში არსებობს და სწორედ ამას მოჰყვება სიძულვილის რიტორიკა, რაც ძალიან ცუდ როლს ასრულებს და იწვევს ძალადობას”,- აღნიშნავს კარლ ჰარცელი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დმანისის სოფელ განთიადში ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდებოდა. შეხვედრაზე “ნაციონალური მოძრაობის” ორი მხარდამჭერი დაჭრეს.