თუ ცხოვრობთ ძველ, ავარიულ შენობაში, მუნიციპალიტეტი გამოგიყვანთ ქირით, ანგრევს ამ სახლს და ახალს ააშენებს – თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ავარიულ სახლებთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა ჩანაჩვლდეს

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ შენობების რაოდენობა საკმარისი არ იქნება, პროექტი ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მოსახლეობას ბინები  გარემონტებულ მდგომარეობაში დაუბრუნდება.

„ავარიულ სახლებთან გეგმა კი არა, კონკრეტული პროგრამა წარვადგინეთ. ეს არის – ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ მუნიციპალიტეტი მოგელაპარაკებათ, თუ ცხოვრობთ ძველ, ავარიულ შენობაში, გამოგიყვანთ ქირით, ანგრევს ამ სახლს, ახალს ააშენებს, ინტენსივობას არ გაზრდის, გაიზრდება მხოლოდ 3-4 სართულით. რაც არ იქნება საკმარისი, ბიუჯეტიდან დავაფინანსებთ და გარემონტებულ მდგომარეობაში დავუბრუნებთ ჩვენ მოსახლეობას. ეს არის სრულიად ახალი პროგრამა, დაახლოებით 1 თვის წინ გავაკეთეთ პრეზენტაცია.

ჩვენ ვუფრთხილდებით ურბანულ სივრცეებს, სიმაღლეებს, არ გვინდა ავითვისოთ ზედმეტად არც გაბარიტები, არც სიმაღლეები. უნდა ავიღოთ ავტოფარეხები და იქ აღვადგინოთ სკვერები და დავუბრუნოთ მოსახლეობას და ბავშვებს წართმეული სივრცეები. უნდა ავიღოთ არა მხოლოდ ე.წ. ხრუშოვკები, შეიძლება იყოს 2, 3, 4 სართულიანი შენობები,” – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.