გილოცავთ! საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქართველი გოგონა გახდა (ვიდეო)

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა.

გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა. 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ “ბზიკებს” ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი “ქენდი” გახდა.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ვალეტა, მალტა მასპინძლობდა. კონკურსი 20 ნოემბერს ჩატარდა.

შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა. პირდაპირ ეთერს დემეტრე ერგემლიძე უძღვებოდა.

წყარო:1tv.ge

კომენტარის დატოვება