სააკაშვილი: საინტერესოა საქართველოს მთავრობაც გრძნობს თუ არა იმავეს?

აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით  მიხეილ სააკშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„არსებული ინფორმციით რუსი ეროვნების აჰმედ ჩატაევი სტამბოლის ტერაქტის მთავარი ორგანიზატორია. ჩემი მთავრობის პერიოდში ის კონტრტერორისტული ოპერაციის დროს დააკავეს, რომელსაც ოდესის პოლიციის ამჟამინდელი უფროსი, გიორგი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა, ოპერაციის დროს ჩვენი სამართალდამცავების სამი წევრი მოკლეს, 2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდეგ, ახალმა მთავრობამ რუსი ოლიგარქის ივანიშვილის ხელმძღვანელობით ის სწრაფად გაათავისუფლა, რადგან ახალი მთავრობის ბევრი ლიდერი მას პოლიტპატიმრად აცხადებდა.

მე ჯერ კიდევ პრეზიდენტი ვიყავი და მის გამოშვებას ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ პროკურატურამ ჩემი წინააღმდეგობა დაძლია, ახლა ის თავისუფალია მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, ამდენი უდანაშაულო ადამიანი მოკლა.

ჩემი 10 წლის შვილი მოგზაურობდა იმ ტერმინალის გავლით თავდასხმის დღეს, ასე რომ მე წრფელი სოლიდარობა მაქვს ულმობლად დახოცილი ადამიანების ოჯახების მიმართ. საინტერესოა საქართველოს მთავრობაც გრძნობს თუ არა იმავეს?“ – წერს სააკაშვილი.

კომენტარის დატოვება