ანრი ოხანაშვილი: პროვოკატორ მელიას ხალხის მხარდაჭერისა და გამარჯვების იმედი რომ ჰქონდეს, პროვოკაციას არ მოაწყობდა

ფაქტი ერთია, პროვოკატორ მელიას ხალხის მხარდაჭერისა და გამარჯვების იმედი რომ ჰქონდეს, პროვოკაციას არ მოაწყობდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკანორ მელია ჭეშმარიტად ე.წ. პოლიტიკოსია.

„დღეს მოხდა რადიკალური ჯგუფის ფორმალური ლიდერის წინასაარჩევნო კაპიტულაცია! კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკანორ მელია ჭეშმარიტად ე.წ. პოლიტიკოსია. 2 ოქტომბერს ჩვენ ერთად შევძლებთ ამ ხალხზე მოძალადე პროვოკატორების ღირსეულად დამარცხებას“, – წერს ანრი ოხანაშვილი.

ცნობისთვის, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის  ევროკავშირის ოფისთან დაპირისპირება მოხდა.