ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია არის აბსოლუტურად უინტელექტო ადამიანი, ჩვეულებრივი ხულიგანი და პროვოკატორი, რომელიც იპარება ყველა პროვოკაციიდან

რაც დღეს ვიხილეთ, მგონი არავის არ უკვირს გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ერთი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი და ეს ჯაჭვი ჩვენ ვიხილეთ, რომ რამდენიმე დღის წინ დაიწყო და გრძელდება. მსგავსი პროვოკაციები რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი-LIVE“ ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განმარტებით, რაც დღეს ევროკავშირის ოფისთან მოხდა, წინასწარ იყო დაგეგმილი.

„დარწმუნებული ვარ, მელიამ წინასწარ იცოდა, რომ იმ დროისთვის მე იქ ვიქნებოდი. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო რაღაცები იყო, რაც შენიშნეს, მათ შორის დაცვის წევრებმა. მაგალითად, მელიას მხრიდან მოწოლის დროს, ამას მოყვებოდა კონკრეტული ტელევიზიების წარმომადგენლები. ანუ, ეს მოწოლა იყო ერთობლივი და საბოლოო ჯამში, ისინი ქმნიდნენ ასეთ მოცემულობას და წინასწარ გაწერილი სცენარის ნიშნები იკვეთებოდა. თუმცა ეს არ არის მთავარი: მთავარი ისაა, რომ ნიკანორ მელიას სახე ყველამ იცის, უბრალოდ მან ეს სახე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ყველამ იცის მისი ინტელექტის დონე. ეს არის აბსოლუტურად უინტელექტო ადამიანი, ჩვეულებრივი ხულიგანი და პროვოკატორი, რომელიც იპარება ყველა პროვოკაციიდან – ამის უამრავი მაგალითი გვახსოვს წარსულიდან. არ შეიძლება ამ ადამიანზე რაიმე ფორმი საუბარი ღირსების ჭრილში. ეს არის ღირსებიდან და კაცობიდან დაცლილი ადამიანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მელიამ პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირის წარმომადგენლობას, რადგან ის ევროკავშირის ოფისთან არ მოერიდა ასეთი პროვოკაციის მოწყობას.