ამ ინფორმაციის მომხმარებელი არ ვყოფილვარ, არ მჭირდებოდა და არ ვიცოდი – გახარია სუს-ის ფაილებზე

ამ ინფორმაციის მომხმარებელი არ ვყოფილვარ, არ მჭირდებოდა და არ ვიცოდი – ამის შესახებ ექსპრემიერმა და პარტია ,,საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

გახარიას თქმით, მისი პრემიერობის დროს მსგავსი დავალება არ გაუცია და ამის შესახებ არაფერი იცოდა.

,,დავალება თუ არ გამიცია, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ამ ინფორმაციის მომხმარებელი არ ვყოფილვარ, არ მჭირდებოდა და არ ვიცოდი. ვინ იყო ამ ინფორმაციის მომხმარებელი, ვის ინტერესებში აგროვებდნენ ამ ინფორმაციას, ეს არის ზუსტად ის, რაც უნდა დაადგინონ, გარდა ამისა, რამდენად კანონიერად ეს ინფორმაცია მოიპოვებოდა, თუ ეს ინფორმაცია ავთენტურია და თქვენ ამბობთ, რომ ავთენტურია. იმ ნაწილში, რაც ავთენტურია, რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი დანაშაული, – თქვა გახარიამ,” – განაცხადა გახარიამ.