მიხეილ სარჯველაძე – არ ვიცი, ვის რა როლი აქვს გუშინდელ სპექტაკლში, ჰარცელს, ბადრი ჯაფარიძეს ან მელიას, ადგნენ და ერთმანეთში არკვიონ

არ ვიცი, რა და როგორ იყო, ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში – ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას და ასე შემდეგ. ეს ადგნენ და გაარკვიონ, ერთმანეთში არკვიონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ კარლ ჰარცელს მელისთვის უნდა ეთქვა – გაჩერდი, ასეთ ქცევებს ნუ ახორციელებ.

„ამაზრზენი ქცევები, რომელსაც გვთავაზობენ, ამის პოპულარიზებას ეწევიან, იმის ნაცვლად, გამოვიდნენ, თქვან, რომ მელიამ რაც იკადრა, არის წარმოუდგენელი. ამის ნაცვლად, ალტერნატიულ ვერსიებს და ალტერნატიულ საყურადღებო ცენტრებს ქმნიან. რატომ? ვის რა როლი აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა ამ ქვეყანაში ასეთი დაძაბულობის კერები და კონფლიქტები იყოს, უნდა გამოვიდეს და უთხრას, მელია გაჩერდი, ასეთ ქცევებს ნუ ახორციელებ. მელიასთვის უნდა ეთქვა, ამაში ორი აზრი არსებობს? თავს იკავებს, არ ვიცი, რა და როგორ უთხრა, მაგრამ ამბავი რაც გამოვიდა, ყველა ცდილობს, მიმართულებები სხვაგან გადაიტანოს. ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, მაინტერესებს, კობახიძის სახე როგორი იყოო. არ ვიცი, როგორ დაიდგა და ვის რა როლი ჰქონდა. ეს ამბავი იყო ამაზრზენი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის გუშინ დაპირისპირება მოხდა.