ირაკლი კობახიძე – ქალი, რომელმაც გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალი, რომელმაც, მისი თქმით, გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია.

„ის არის საკრებულოს სიაში, თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე,  როდის გაასინჯა ქალმა გახარიას „კოკაინი“  კობახიძე პასუხობს, რომ „მას შემდეგ, რაც წავიდა პარტიიდან და ხელიდან“.

ასევე, კითხვაზე კახა კალაძე გიორგი გახარიაზე საუბარს რატომ ერიდება და უხერხულ მდგომარეობაში რატომ ვარდება, კობახიძე ამბობს, რომ კალაძეს აცადეთ, მას პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი, რომ მხოლოდ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბროს.

„კახა კალაძეს აცადეთ თავისი საარჩევნო კამპანიის წარმოება. მას აქვს თავისი საარჩევნო პროგრამა და პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი, რომ თბილისელებს ესაუბროს მის საარჩევნო პროგრამაზე. აქედან გამომდინარე, სწორს აკეთებს ის, რომ ერიდება ყველა სხვა თემაზე საუბარს. მან უნდა ისაუბროს თბილისელებთან, თბილისისთვის წარდგენილ საარჩევნო პროგრამაზე და ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება“,- განაცხადა კობახიძემ.