ამირან გამყრელიძე – ვფიქრობთ, მომავალი კვირიდან გრიპის საწინააღმდეგო აცრებს დავიწყებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც და ამისთვის მზადება. მისივე თქმით, აცრები შესაძლოა, მომავალი კვირიდან დაიწყოს.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ქვეყანაში გრიპის აცრის კულტურა უფრო და უფრო იზრდება.

„მალე, ერთ კვირაში დავიწყებთ დამატებით გრიპის ვაქცინაციას, რადგან გრიპი დაახლოებით ნოემბერში გამოჩნდება. სახელმწიფომ წელს იყიდა 200 000 დოზა გრიპის ვაქცინა, აქედან 43 000 დოზა წინა კვირაში უკვე შემოვიდა. ვემზადებით, რომ პირველი 43 000 დოზა იქნება სამი დიდი რისკჯგუფისთვის. სასიამოვნოა, რომ ქვეყანაში გრიპის აცრის კულტურა უფრო და უფრო იზრდება. ვფიქრობთ, მომავალი კვირიდან გრიპის აცრებს დავიწყებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.