ნუ მოვექცევით ჯადოს ქვეშ, რომელსაც „ქართული ოცნება“ უკეთებს ქართველ ამომრჩეველს – გიორგი ვაშაძე

„ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს „დამუღამებული“, როგორ წამოიკიდოს „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა საკითხზე, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია ყველა არჩევნების დროს საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიცია ემზადება არჩევნების შემდგომი დღეებისთვის.

„ამაზე ლაპარაკობენ ყველა არჩევნების დროს, გავიგეთ! ჩვენ, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ ვემზადებით 2 ოქტომბრისთვის ამიტომ, ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, ჩემო კარგებო, მოდით არჩევნებზე გამოვფხიზლდეთ და გადაწყვეტილება მივიღოთ ქვეყნის განვითარებისთვის. ნუ მოვექცევით ჯადოს ქვეშ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდში უკეთებს ქართველ ამომრჩეველს. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

რაც შეეხება კითხვას, როდესაც საქმე ჯადოზე მიდგება, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ რატომ ახსენებს, ვაშაძე პასუხობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯადოს თავი არ აქვს”.

„რისი თავი, რა ჯადოს თავი აქვს „ნაცმოძრაობას“ ოპოზიციაში, მითხარით. ბოდიშს ვიხდი ტერმინისთვის, „ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს „დამუღამებული“, როგორ წამოიკიდოს „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა საკითხზე“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password