ღარიბაშვილმა გასცა დავალება, რომ დაწერონ რეკორდი, მინიმუმ 50% არჩევნებზე – მიხეილ სააკაშვილი

ღარიბაშვილმა გასცა დავალება, რომ დაწერონ რეკორდი, მინიმუმ 50% არჩევნებზე – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ,,ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ,,ქართული ოცნება” სამი წელი დარჩა ხელისუფლებაში საქართველო აღარ იქნება.

,,ვისთან უნდა შევრიგდეთ? ივანიშვილთან? მაშინ უნდა შევრიგდეთ იმ ხალხთან, რომელმაც მოკლა ლექსო ლაშქარავა, ვინც მოკლა უამრავი სხვა ადამიანი, ზოგი შიმშილით ზოგი კოვიდით. რა თემაზე უნდა ვისაუბროთ ამ ხალხთან? მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყველანაირი შურისძიების, რევანშის, მაგრამ ამ ხალხთან არაფერი საერთო არ გვაქვს ჩვენ. თუ ,,ქართული ოცნება” სამი წელი დარჩა ხელისუფლებაში საქართველო აღარ იქნება. ასე, რომ აქ წყდება არა ცალკეული პოლიტიკოსების, არამედ საქართველოს ბედი” – განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა ასევე ისაუბრა, 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით.

,,სცენარი არის დღესავით ნათელი, ისინი დაწერენ ციფრებს, რამდენსაც ამობენ ერთმანეთში.ღარიბაშვილმა, მათ დაავალათ, რომ დაწერონ რეკორდი, მინიმუმ 50% არჩევნებზე. ისინი ამას აპირებენ. ივანიშვილი ბოლომდეა წამსვლელი არჩევნებზე მოგებისთვის, და ამის გამო ქართველი ხალხის უნდა წავიდეს ყველაფერზე ბოლომდე.

გვაქვს უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა გადაწყვიტა დააკვირდეს ადგილობრივ არჩევნებს. ისინი, როგორც წესი არასდროს არ აკვირდებიან ადგილობრივ არჩევნებს. სწორედ ამიტომ, ისინი თვლიან, რომ ეს არის არათუ ადგილობრივი არჩევნები, არამედ რეფერენდუმი” – აღნიშნა მან.