ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 3 წლის ბავშვს რკინის კარი დაეცა და გარდაიცვალა.

„ახალ ბინაში გადადიოდნენ, რკინის კარი ჩამოხსნეს და კედელზე მიაყუდეს, ამ დროს გადმოყირავდა კარი და დაეცა ბავშვს“, – ამბობს ოჯახის ახლობელი TV 25-თან.