მეუფე ნიკოლოზი – ფარული ჩანაწერები არის შხამი, რომლითაც ქვეყანა მოშხამეს, ეშმაკი ეკლესიას დანგრევით ემუქრება

ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბევრი ვიფიქრე და ამ ფიქრის შედეგად, ჩემი აზრია, რომ ეს არის შხამი, რომლითაც მოშხამეს მთელი ჩვენი ქვეყანა, ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, ეს სხვა საკითხია, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა.

„ნებისმიერ შხამს აქვს ანტიშხამი, ამ შხამის საწინააღმდეგო შხამი არის დუმილი, აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, ვინ რას იმუქრება, მაგრამ მთავარი მუქარა არის ის, რომ ეშმაკი გვემუქრება, რომ ეკლესიას დაანგრევს და მოსპობს.

დაყენებულია უკვე მამა ილია ჭიღლაძის საკითხი წმინდა სინოდზე. იყო ამაზე ლაპარაკი, კომისიას უნდა შეესწავლა ეს საკითხი შემდეგი სინოდისთვის. ალბათ, კომისია მოგვახსენებს გადაწყვეტილებას“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.