გეგმური სამუშაოების გამო, 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ატენის ქუჩის მოსახლეობას.

მათივე ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

„გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაცხვების ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.