გიგა ბოკერია კოალიციური მთავრობის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე – გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს

ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, სწორია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია.

„ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. ამ შემთხვევაში, სწორია, ქვეყანას სჭირდება. რეალობის გამომხატველი ამბავია, ჩვენს საზოგადოებას ეს მოლოდინი აქვს. ამას სირთულეები ყოველთვის ახლავს, იმიტომ, რომ კოალიციური მმართველობის ტრადიცია ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ოპოზიციამ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, კრიტიკულმა მასამ აჩვენა, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა შეუძლია. ტრადიციის შესაქმნელად ეს მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია“.