ირაკლი ღარიბაშვილი – შეხედეთ ბატონ ვახტანგ გომელაურს – გახარიას შემდეგ მან ჩაატარა არაერთი რთული ოპერაცია მინიმალური, ნულოვანი დანაკარგებით

მელია რომ შეიჭრას ბანკის შენობაში და სცადოს სეიფის გაღება. სეიფს დიდი ალბათობით ვერ გააღებს – ამ შემთხვევაში არ უნდა იქნას მელია დასჯილი და მიცემული პასუხისგებაში? რა თქმა უნდა კი, იმიტომ, რომ მას მცდელობა აქვს და ქმედებას ახორციელებს. ნებისმიერი დამწყები იურისტი ამას აგიხსნით. ნებისმიერი დამწყები პროკურორის თანაშემწე ამას ახსნის, რომ ეს უკვე კვალიფიცირებულია, როგორც დანაშაული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვახტანგ გომელაურმა გახარიას შემდეგ ჩაატარა არაერთი რთული ოპერაცია მინიმალური დანაკარგებით და არავინ არ დაზიანებულა, იმიტომ, რომ მას შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია აქვს.

„ვინაიდან, ერთია, რომ შეიძლება ადამიანს განზრახვა ჰქონდეს, მაგრამ როცა განზრახვა მოგყავს სენ აღსრულებაში და ქმედებაში, ეს არის უკვე დადასტურებული დანაშაული. ამ დანაშაულის მომსწრენი იყავით მთელი ქვეყანა. მან მოუწოდა, რომ შესულიყვნენ, მცდელობა ჰქონდა პარლამენტში შეღწევის. ძალიან მარტივი გასაგებია. პატარა ბავშვი გიგებს ამას, რა ვერ გაიგეს ამ მოღალატეებმა? კოორდინირებულად მიპასუხეს მოღალატეებმაც და სააკაშვილის გუნდის წევრებმაც, რომ თითქოს მე მელიას მხარე დავიჭირე. როგო შეიძლება ასეთი განცხადება ვიღაცამ გააკეთოს?

შეხედეთ ბატონ ვახტანგ გომელაურს – გახარიას შემდეგ მან ჩაატარა არაერთი რთული ოპერაცია მინიმალური, ნულოვანი დანაკარგებით. არავინ არ დაზიანებულა. სუფთად, მაღალკვალიფიციურად, პროფესიონალურად. რატომ? ყველაფერს ხომ ცოდნა და მართვა უნდა. თუ არ იცი, უნდა იკითხო. მოიყვანო კვალიფიციური ხალხი, რომელიც ამას კარგად და ჭკვიანურად გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.