საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 914 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 251 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 914 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 522 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 251 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 271 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 929 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 611 269-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.16% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.82%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 914 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 582 805.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 917 პირი ემსხვერპლა.