როცა მიშა ჩამოვა ხალხს უკვე ექნება არჩევანი გაკეთებული, დააპატიმრებენ თუ ვერ დააპატიმრებენ, მაინც პრობლემა იქნება – სალომე სამადაშვილი

პარლამენტის ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სააკაშვილის  დაპატიმრებაც და არ დაპატიმრებაც პრობლემაა.

„იმ დაანონსებულ დროს როცა სააკაშვილი ჩამოსვლას გეგმავს ქართველ ხალხს უკვე არჩევანი ექნება გაკეთებული. ნებისმიერ შემთხვევაში უკიდურესი და დიდი დისკომფორტი იქნება “ქართული ოცნებისთვის” სააკაშვილის ჩამოსვლა. თუ დააპატიმრებენ პრობლემა იქნება, თუ ვერ დააპატიმრებენ ესეც პრობლემა იქნება.

სააკაშვილის სამართლებლივ დევნას სამართლიანად და ლეგალურად არ აღიარებს არავინ მსოფლიოში. საერთაშორისო სამეგობროს მხრიდან იქნება შეფასებები და საქართველოს ეყოლება ყველაზე მაღალი პროფილის პოლიტიკური პატიმარი,”- განაცხადა სამადაშვილმა „დღის კურიერში”.