მარინა კალიურანდი – საქართველოში არა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები ტარდება, არამედ ეს არის ტესტი დემოკრატიისთვის – მოვუწოდებ ყველა ძალას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან

საქართველოში არა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები ტარდება, არამედ ეს არის კიდევ ერთი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას და ხალხს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და პატივი სცენ არჩევნების სამართლიანობას,“ – აცხადებს ევროპარლამენტარი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს