ნათია თურნავა – დარწმუნებული ვართ, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

ნათია თურნავა ხმის მისაცემად ვაკის საარჩევნო ოლქში მდებარე 48-ე ოლქში შვილთან ერთად მივიდა.

„მე ხმა მივეცი საქართველოს ხვალინდელ დღეს, საქართველოს მომავალს, სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას. რასაკვირველია, დარწმუნებული ვართ, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხმის მიცემის შემდეგ.