ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი – საქართველოში 5 კვირაა ვიმყოფებით, არჩევნების დღე არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია

არჩევნების დღე, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის მხოლოდ აისბერგის წვერი, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა განაცხადა.

ის თბილისის მე-16 საარჩევნო უბანზე იყო მისული, არჩევნების პროცესზე დასაკვირვებლად. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დღის განმავლობაში თბილისის კიდევ რამდენიმე უბანზე გეგმავს მისვლას.

ამასთანავე, როგორც ალბერტ იონსონმა აღნიშნა, მხოლოდ ეუთო/ოდირიდან ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში 300-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება.

„დამკვირვებლების ძირითადი ჯგუფი 12 წევრისგან შედგება და ასევე არიან გრძელვადიანი დამკვირვებლები რეგიონებსა და თბილისში და ყველა ერთად არის 300-ზე მეტი დამკვირვებელი.

რაც შემეხება მე პირადად, ვაპირებ რამდენიმე საარჩევნო უბანზე მისვლას თბილისში და რა თქმა უნდა, მე არ მექნება სრული მიმოხილვა, აქედან გამომდინარე, ჩვენი სხვა დამკვირვებლები წარმოდგენილები არიან ბევრ უბანზე და ვფარავთ ამ უბნებს.

ჩვენ რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ, როგორ მიმდინარეობს არჩევნების დღე, მაგრამ ასევე ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს მთლიანობაში. აქედან გამომდინარე, ჩემი გუნდი საქართველოში იმყოფება უკვე 5 კვირის განმავლობაში, რათა შეისწავლონ საარჩევნო პროცესი. ასე რომ, ეს არის ყოვლისმომცველი პროცესი. არჩევნების დღე რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის მხოლოდ აისბერგის წვერი.

ჩვენ საარჩევნო პროცესს ვაკვირდებით რამდენიმე კვირის განმავლობაში, მივდივართ დასკვნამდე და ხვალ იქნება პრესკონფერენცია, სადაც გაკეთდება განცხადება წინასწარ აღმოჩენებსა და დასკვნებთან დაკავშირებით, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password