კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და შესაბამისად მოუწევს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება

„მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და შესაბამისად მოუწევს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა, ექსპრეზიდენტის დაკავებისას, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალიზმი გამოავლინეს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის სამსახურს – უშიშროების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ თანამშრომელს… მართლაც, უმაღლეს დონეზე იყო ყველაფერი გაკეთებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.