ანრი ოხანაშვილი – საუბარი და დიალოგი ისეთ ე.წ. პოლიტიკოსებთან, რომლებიც ასოცირდებიან ძალადობასთან და ღალატთან, ჩვენთვის არ არის მისაღები

მმართველი პარტიისთვის საუბარი და დიალოგი ისეთ ადამიანებთან, ე.წ. პოლიტიკოსებთან, რომლებიც ასოცირდებიან ერთის მხრივ, ძალადობასთან და მეორე მხრივ, ღალატთან, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის არ არის მისაღები ამ ადამიანებთან რაიმე სახის პოლიტიკური დიალოგი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა გიორგი გახარიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, მმართველი გუნდისთვის გიორგი გახარიასთან თანამშრომლობა მიუღებელია.

„რატომღაც, ზოგ-ზოგიერთ ე.წ. პოლიტიკოსს აქვს განცდა და ამბიცია, რომ აუცილებლად ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ, ვისთანაც მმართველი პარტია მოლაპარაკებაში აუცილებლად უნდა შევიდეს. ეს არის ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ პოლიტიკურ შესაძლებლობებზე. რაც შეეხება გიორგი გახარიას პოზიციას, ჩვენ ერთხელ უკვე ვთქვით და ჩვენი სიტყვების ერთგული ვრჩებით, რომ ჩვენთვის მიუღებელია ისეთი პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები, რომლებიც ერთის მხრივ, ასოცირდებიან ძალადობასთან და მეორე მხრივ, ღალატთან. ადამიანი, რომელიც საკუთარ გუნდს უღალატებს, რა თქმა უნდა, ის მიუღებელია. ზოგადად, ღალატია მიუღებელი ნებისმიერ ასპექტში, ეს იქნება პოლიტიკაში თუ სხვა სფეროში. მმართველი პარტიისთვის საუბარი და დიალოგი ისეთ ადამიანებთან, ე.წ. პოლიტიკოსებთან, რომლებიც ასოცირდებიან ერთის მხრივ, ძალადობასთან და მეორე მხრივ, ღალატთან, ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, ჩვენთვის არ არის მისაღები ამ ადამიანებთან რაიმე სახის პოლიტიკური დიალოგი. პოლიტიკურ დიალოგს და შეთანხმებას გამოვრიცხავთ როგორც ღალატთან ასოცირებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე ძალადობასთან ასოცირებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.