კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში 14 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში 14 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა, – ამის შესახებ Imedinews-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია მე-100, 72-ე, 145-ე, 45-ე, 75-ე, 86-ე, 186-ე, მე-15, 173-ე, 38-ე, მე-10, 74-ე, 53-ე და 135-ე საბავშვო ბაღებში. აღნიშნული ბაღები ეტაპობრივად 4,5 და 6 ოქტომბერს დაიხურა და ყველა მათგანი მუშაობას 18 ოქტომბერს განაახლებს. 5 საბავშვო ბაღში ინფიცირებულია აღსაზრდელი, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ბაღის თანამშრომელი.