დაპირებებთან დაკავშირებით, ცუდი გამოცდილება გვაქვს და ცოტა უხერხულობა შეგვექმნა

“ჩვენ არ გვინდა საარჩევნოდ ისეთი დაპირებები გავცეთ, რომელიც უახლოეს პერიოდში რეალიზებული არ იქნება, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განუცხადა.

”ოთხი წლის პერიოდზე განსახორციელებელ დაპირებებთან დაკავშირებით, ცუდი გამოცდილება გვაქვს და ცოტა უხერხულობა შეგვექმნა – ბევრი რამ შესრულდა, მაგრამ ბევრი რამ, მოულოდნელი განვითარებების გამო, ვერ შესრულდა. არის საკითხები, რომელიც ვერ შესრულდა” – ამბობს ვოლსკი.

რაც შეეხება კონკრეტულად პენსიის თემას, რომლის თაობაზეც ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დაპირება საარჩევნო პროგრამაში ჩაიდება, ვოლსკის თქმით, ”ეს დასათვლელია და ასე ადვილად ციფრების სროლა საჭირო არ არის”.

ipn.ge

კომენტარის დატოვება