თბილისში, კორონავირუსის გავრცელების გამო 55 ბაგა-ბაღი დაიკეტა

კორონავირუსის გავრცელების გამო, თბილისში არსებული 186 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღიდან, დღეის მონაცემებით,  55 ბაგა-ბაღი დაკეტილია.

ეპიდვითარების გაუარესების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლას არ გამორიცხავენ კახეთის რეგიონის ზოგიერთ სკოლაში.

„რიგ სკოლებში დასწრების მაჩვენებელი არის დაბალი. იმის გამო, რომ კოვიდსიტუაცია ზოგიერთ სოფელში არის საფრთხის შემცველი მოსწავლეთა ჯანმრთელობისთვის, ასეთია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის და ახაშნის საჯარო სკოლები, ქალაქ გურჯაანის #1 საჯარო სკოლა, სადაც მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებლებიდან და მშობელთა მომართვიანობის საფუძველზე, შესაძლოა სამინისტროს მივმართოთ, ეს სკოლები სწავლების სრულ ონლაინ მოდელზე გადავიდენენ,”- აცხადებს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დალი მინდიაშვილი.