საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 623 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 723 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 623 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.01%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 723 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 118 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 605 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 640 358-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 623 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 603 995.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 306 პირი ემსხვერპლა. 21 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 64, ხოლო აჭარაში – 7. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 11 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 254 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 698 ადამიანი.