ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა

ევროპულმა საბჭომ რუსეთისა და სირიის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის სანქციები ერთი წლით, 2022 წლის 16 ოქტომბრამდე გააგრძელა. ამის შესახებ consilium.europa.eu იუწყება.

სანქციების სიაში 15 ადამიანია. მათ შორის რუსეთის 9 მოქალაქე ალექსეი ნავალნის, ასევე იულია და სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან არიან დაკავშირებულები.

სიაში შევიდნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო, ასევე პუტინის ადმინისტრაციის და ძალოვანი უწყებების სხვა მაღალჩინოსნები.

ყველა ჩამოთვლილს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ, ხოლო მათი საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.

სანქციები ასევე ორგანული ქიმიის სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ დაწესდა. ასევე ამ სიაში სირიის 5 მოქალაქე და აგრეთვე სამეცნიერო-კვლევით ცენტრზე ვრცელდება.