საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ – იქნებ მივხვდეთ, რომ ვერ არის საქმე კარგად ქვეყანაში – გიორგი ფხაკაძე

საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ – იქნებ მივხვდეთ, რომ ვერ არის საქმე კარგად ქვეყანაში – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლების და უნივერსიტეტების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა.

საფრანგეთში 12 წლის ზევით მოსახლეობის 85.3% არის სრულად ვაქცინირებული (2 დოზით მაღალეფექტური ვაქცინით). 15 ოქტომბრიდან საფრანგეთში კოვიდ ტესტები აღარ იქნება უფასო და აღარ იქნება აღიარებული “კოვიდ საშვად”. მე-3 დოზა ფაიზერით ვაქცინაცია ჩვეულებრივი გეგმიური რეჟიმით მიმდინარეობს.
საქართველოში … არაპროფესიონალიზმი, ტყუილი, გარიგეგები … საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ .  პირადად ვნახე, თუ რა ხდება აჭარაში, იმერეთში, კახეთში და თბილისში … პირადად შემოვიარე, ელიავა, ლილო, იუსტიციის სახლი, ნავთლუხის ბაზარი, დეზერტირების ბაზარი, მოლები … დამღლელი და გულდასაწყვეტიაა, რასაც ვუყურებ.” – წერს ფხაკაძე.

მისივე თქმით, სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლების 100%-ის ფაიზერით აცრა უნდა იყოს სავალდებულო მოთხოვნა,

,,იქნებ მივხდეთ, რომ ვერ არის საქმე კარგად ქვეყანაში … საბავშვო ბაღები, ალბათ, დასაკეტია (სამწუხაროდ, სხვა გზას ვერ ვხედავ)
სკოლები და უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ დისტანციურზე (სამწუხაროდ).  სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების 100% ფაიზერის ვაქცინით სავალდებულო წესით უნდა აიცრას.  სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლების 100%-ის ფაიზერით აცრა უნდა იყოს სავალდებულო მოთხოვნა. ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერის ვაქცინაზე. უნდა დაინერგოს ელექტრონული ვაქცინაციის საშვი მხოლოდ ფაიზერით აცრილებისთვის. არაპროფესიონალიზმი კლავს! ” – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password