თამარ გაბუნიას განმარტებით, სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება. როგორც მან განმარტა, სკოლებში უკვე არსებული რეგულაციების პაკეტი საკმაოდ ეფექტურია და ცვლილებებს არ საჭიროებს.

„სკოლებში რეგულაციები, ის რაც არის დაწესებული, ზედმიწევნით ზუსტად უნდა შესრულდეს. ეს პაკეტი არის საკმაოდ ეფექტური, დამატებით რეგულაციებს სკოლებისთვის ჩვენ არ ვგეგმავთ. რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, აქაც ისევ მთავარი დაცვა არის წესების დაცვა და პერსონალის ვაქცინაცია, ვინც ბავშვებთან მუშაობს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ბაგა-ბაღი დაიკეტა იმის გამო, რომ იქ დისტანციური მუშაობა აბსურდია, ვერ ვლაპარაკობთ ამაზე. სკოლები კი გააგრძელებენ ჩვეულებრივად ფუნქციონირებას იმ რეჟიმით, რაც არის,“- განაცხადა გაბუნიამ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password