პაატა მანჯგალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ კერძო აქციას თუ ჩაატარებს და არ იქნება კონსულტაციები პარტიებთან, ე.წ. ჩანგალზე ვერ მივალთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე იმ შემთხვევაში არ მივა თუ „ნაციონალური მოძრაობა კერძო აქციას ჩაატარებს და არ იქნება კონსულტაციები პარტიებთან.

„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კერძო აქციას თუ ჩაატარებს და არ იქნება კონსულტაციები პარტიებთან, ბუნებრივია, ე.წ. ჩანგალზე ვერ მივალთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას 14 ოქტომბერს გეგმავს.