ნიკოლ ფაშინიანი – ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

„შევხვდი რუსეთის პრეზიდენტს. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. განვიხილეთ როგორც ორმხრივი დღის წესრიგი, ასევე რეგიონში არსებული სიტუაცია. მიღწეული შეთანხმების განხორციელების მიზნით, გავაგრძელებთ კომუნიკაციას“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი „ტვიტერში“.

ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გუშინ მოსკოვში გაიმართა.